აქტუალური
იან კელი: „პარიზში თავს დაესხნენ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ და საქართველოს საერთო გვაქვს“

1-cennosti-AQTUAL-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის ელჩმა იან კელი კომენტარი გააკეთა პრესისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარიზის ტერაქტებზე ვენდის რესტორნის გახსნისას, 15 ნოემბერს.

საქართველოში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ქვეყანას ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობასთან ინტეგრაციაში დავეხმაროთ. ამოცანის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. [ვენდის რესტორნის გახსნა] შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.

შეკითხვა: პარიზის ტერაქტებზე რას გვეტყვით? როგორია პირადად თქვენი მოსაზრება?

ელჩი კელი: უდანაშაულო ადამიანების დახოცვის გამო ისეთივე განცდა დამეუფლა, როგორიც 2001 წლის სექტემბერში.

საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ვფიქრობ, ის, რაც პარიზში მოხდა, მხოლოდ პარიზზე თავდასხმა არ გახლდათ. ეს იყო თავდასხმა ყველა ღირებულებაზე, რომელიც დასავლეთს გააჩნია. პარიზში თავს დაესხნენ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ და საქართველოს საერთო გვაქვს.