პარლამენტმა მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. დღეს რიგგარეშე სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 95 ხმით 8-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. მთელი დღის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებით კამათი მიმდინარეობდა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. საპარლამენტო უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
2011 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 7 მილიარდ 107 მილიონი ლარია.
რაც შეეხება ხარჯებს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ხარჯებმა 5 734. 1 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 1 089. 4 მლნ ლარი მოდის, სოციალურ უზრუნველყოფაზე – 1 489. 7 მლნ; სხვა ხარჯებზე – 832. 2 მლნ ლარი.
დღეს პარლამენტმა საშემოდგომო მუშაობა დაასრულა. ამის შემდეგ, კანონმდებლებს არდადეგები დაეწყებათ, თუმცა, შესაძლოა, დასვენების პერიოდშიც მოუხდეთ შეკრება.