უცხოეთი
მთელ ქვეყანაში დაწყებულია ტრანსპორტის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სავაჭრო ცენტრების, მეტროს ტოტალური შემოწმებები. ამუშავდა საეჭვო კომუნიკაციების კონტროლის სისტემები, იმის ანალოგიური, რაც გამოიყენება დასავლეთში ტერორისტთა მოსაძებნად და აღმოსაჩენად.
უწინ რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარ შემზარავ ტერაქტებთან და, ასევე, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ევროპასა და რუსეთში ჯიჰადის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რფ–ის უშიშროების სისტემა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.