სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1-boepr-samart-2საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე . თბილისში, ლვოვის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ალექსანდრე წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ჩე-ზე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ვალტერის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 3 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.