აქტუალური
მოშიმშილე ემზარ კვიციანს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს

1-kvician-aqtual-2საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. უკვე 10 დღეა, რაც პატრიოტთა ალიანსის” წევრები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქციას მართავენ. მოშიმშილე ემზარ კვიციანთან გუშინ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მიხეილ ცილიკიშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი: ამ წუთებში აქ 45 მოშიმშილეა, თუმცა მოქალაქეებიც მოდიან და ღამეს ჩვენთან ერთად ათევენ. ირმაც აქ არის, ცოტა სუსტად გრძნობს თავს, მაგრამ შემართებითა.

იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები - ირაკლი ბათიაშვილი, გიგლა ბარამიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გია ბერძენაძე (ვეტერანების პარტია), სხვებიც მოდიან, ნაციონალების და რესპუბლიკელების გარდა.

სადაც მე, ემზარ კვიციანი, ირმა ინაშვილი და ლევან თედიაშვილი ვზივართ საშიმშილოდ, იქ ნაცებმა და რესპუბლიკელებმა რა უნდა გააკეთონ?

მთავრობიდან, ხელისუფლებიდან არავინ ეხმიანება. ბავშვობაში მახსოვს, ერთი კაცი თეთრი სახლის წინ 5 წელი იჯდა კარავში და გათბობაც კი შეუყვანეს. ჩვენ კი იმაზე გვიქმნიან პრობლემას, რამეს რომ შევეფაროთ...

სახალხო დამცველს ყურიც არ შეუბერტყია. მე მგონი, აქ ორი გეი რომ დამჯდარიყო საშიმშილოდ, იმათთან აუცილებლად მოვიდოდა და დაიცავდა მათ უფლებებს. ამიტომ ვთვლი, რომ ეგ ხალხის უფლებების დამცველი არ არის“...