პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია“

1-buduSee-polit-3საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა დამიღწეულ პროგრესზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია, ამიტომ ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება იყო, წარმატებით და დროულად განახორციელებულიყო ყველა ის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

საუბარი ასევე შეეხო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა  გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს.