საფრანგეთის სამხედრ-საჰაერო ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ახალი იერიში მიიტანეს
საქართველო, 17 ნოემბერი,
საქინფორმი. საფრანგეთის ავიაციამ ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური რესპუბლიკის პოზიციებზე იერიში მიიტანა. სირიის ქალაქ
ერ რაქაში, რომელიც ტერორისტების დედაქალაქად ითვლება 20 ჭურვი იქნა ნასროლი. საფრანგეთის ავიაციის 10 მოიერიშე იყო ჩართული ოპერაციაში.
დაბომბვის შედეგად განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი, ჯიჰადისტების მომზადების პუნქტი, იარაღის და ტყვია წამლის საწყობები.