სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

1-kraJa-samart-1საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შაჰინ , სირხან , ნურბაბა , და თაჯირ . ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრში ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს.

სამართალდამცველებმა მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს.