რელიგია
ილია მეორე: “ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს“

1-ilia-sazog-2-relig-1საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 15 ნოემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდაიცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიასმუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული. შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს”, – ბრძანა, კერძოდ, უწმიდესმა.

პატრიარქმა ღმერთს დაღუპული ადამიანების ცხონება, ხოლო დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ოჯახების მწუხარებას.