საზოგადოება
საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ დადებითად აფასებს საქართველოში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ისევე, როგორც გენერალურ პროკურატურასა და შს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.ამის შესახებ აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ვაშინგტონში.
აშშ-მა მოიწონა საქართველოს განზრახვა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნის შესახებ და მოელის, რომ ეს განზრახვა სწრაფად განხორციელდება.
აღინიშნა საქართველოს წარმატებები სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობის და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმებში.