პოლიტიკა
"2007 წლის ნოემბერში ევროპულ საქმეთა ბიუროში ვმუშაობდი და რუსულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდი როგორი შეშფოთებული იყო "იმედში" განვითარებული მოვლენების გამო. იმ პერიოდში როგორც ღია, ისე დახურულ შეხვედრებზე, დაუღალავად ვაფიქსირებდით ჩვენს მკაცრ კრიტიკასა და დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი... ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება, ვგულისხმობ გავრცელებულ ჩანაწერებში გახმოვანებულ მოწოდებებს ძალადობაზე" – აღნიშნავს იან კელი.
აშშ-ის ელჩი ინტერვიუში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების შესახებაც საუბრობს. "პირადად არ მინახავს (სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები), მაგრამ მსმენია ამ კადრების შესახებ. ვიცი მათი შინაარსი და ვინც უნდა იყოს, აუცილებლად ყველა პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო", - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.