პოლიტიკა
საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. 16 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას, სადაც ქართულმა მხარემ ანგარიში წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები.