აქტუალური
გიორგი გრიგალაშვილი უკრაინაში ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

1-grigal-aqtual-2-analitსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გრიგალაშვილი ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას გიორგი გრიგალაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. "თქვენ განახორციელეთ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის რეფორმის დემონსტრირება და იგივე უნდა განახორციელოთ უკრაინაშიც. იმედს ვამყარებ თქვენს პროფესიონალიზმსა და წესიერებაზე", - მიმართა პროშენკომ გრიგალაშვილს.

გიორგი გრიგალაშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციას 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.