უცხოეთი
ოდესელმა ოლიგარქმა სააკაშვილის ფონს 2 მილიონი გადაურიცხა?!

1dumskaia-zar-2-anსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის გუნდის კორუფციასთან ბრძოლის სარეკლამო რგოლმა, რომელიც   ტელეარხ ИНТЕР-ზე გადიოდა, უკრაინაში ბოლო ხანების განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი კორუფციული სკანდალი გამოიწვია. ოდესელებმა დათვალეს, რა დაჯდა ამ რგოლის ტელეეთერში განთავსება. ამის შესახებ ВЕСТИ იუწყება.

ასეთი რგოლის ერთი გაშვება 70 ათასი გრივნა ჯდება. რომ გადაამრავლეს პერიოდულობაზე (დღეში 15-ჯერ ტრიალებდა) მიიღეს მილიონი, სამი დღის განმავლობაში კი 3 მილიონი. როცა ჰაკერების ქართულმა ჯუფმა, რომელსაც „ხინკალი“ ჰქვია, სააკაშვილის მრჩევლის, თეიმურაზ ნიშნიანიძის პირადი ფოსტა გატეხა, გაირკვა თუ საიდან იყო აღებული ეს თანხა.

როგორც აღმოჩნდა, თანხა აღებულია საქმელმოქმედო ფონდიდან “На благо Одессы”, რომელიც АТО-ში დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად შეიქმნა. ჰაკერებმა აღმოაჩინეს გადახდის ქვითრები, რომელიც ცხადყოფს, რომ ამ ფონდმა გადაიხადა ოდესის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო „ბრისტოლში“ ფურშეტის საფასური 111 000 გრივნა. როცა სკანდალი აგორდა, ფონდმა ოფიციალურ საიტზე დაადასტურა ჰაკერების ინფორმაცია, თუმცა იქვე განაცხადა, რომ თანხა დაიხარჯა ოდესის, უფრო სწორად მისი რამდენიმე წარმომადგენლის საკეთილდღეოდ.

ფონდის განცხადებით   მან ნამდვილად გადაიხადა სატელევიზიო რეკლამის თანხა, თუმცა ეს წინასაარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ, კლიპი სოციალური ხასიათისაა და მიმართულია რეფორმების და ოდესის პოპულარიზიციისკენ. რაც შეეხება კვებას, ეს თანხა დაიხარჯა არა მდიდრულ ბანკეტებზე, როგორც ამას ზოგიერთი მედია წერს, არამედ ფონდის თანამშრომლების და საზოგადოებრივიმომსახურების ცენტრის  პერსონალის კვებაზე, ერთ ადამიანზე გათვლილი იყო 30 გრივნა.

კიდევ ნახევარი მილიონი გრივნა დაიხარჯა ახალი  Chevrolet Tracker-ის შესაძენად. სკანდალის აგორების შემდეგ ფონდში განაცხადეს, რომ ამ მანქანას გადასცემენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა კონკრეტულად ვის, არ გაცხადებულა.