აქტუალური
სირიის პრეზიდენტი - საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელია ხდება

1asad-aqtual-3საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელიწადია ხდება, - ასე გამოეხმაურა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი პარიზში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებს.

როგორც ფრანგული გამოცემა "ევროპა 1" იტყობინება, ეს განცხადება ასადმა სირიაში ჩასულ ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა და მათ პარიზში მოხმდარი ტერაქტების გამო მწუხარება გამოუცხადა.

ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა.