„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები უერთდებით ირმა ინაშვილის, ემზარ კვიციანის, ლევან თედიაშვილის, ადა მარშანაის შიმშილობის აქციას.
მოვითხოვთ!
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაკავებული თანამდებობიდან. ხიდაშელმა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების ნაცვლად, გადაამეტა დაკისრებულ ვალდებულებებს, კანონზე მაღლა დააყენა თავი და ზეგავლენა მოახდინა საგარეჯოში საარჩევნო პროცესზე. მან პოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარა და თავისი ნათესავის თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, მობილიზება გაუკეთა საგარეჯოში განლაგებული საჯარისო ნაწილს. თავდაცვის მინისტრმა მსოფიოში გაუგონარი, სამარცხვინო პრეცენდენტი დაუშვა, საარჩევნო უბანში პირადად ითვლიდა ხმებს და აჯამებდა ოქმებს. ამ საქმეში სხვა ჩინოვნიკებთან ერთად მხარს უბავდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
ურეიტინგო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინათინ ხიდაშელი ქართველი ხალხის ნებით არ დანიშნულა, იგი ოკეანის გაღმიდან ზეწოლის შედეგად გაამწესეს მინისტრად. როგორც ჩანს ხიდაშელისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და ამომრჩეველთა უფლებების ხელყოფა არაფერს ნიშნავს და მმართველი გუნდი ასეთივე მეთოდებით გეგმავს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხიდაშელმა საქართველო გლობალურ დაპირისპირებაში ჩაითრია, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს“, – ნათქვამია, კერძოდ, პეტიციაში, რომელსაც უკვე 249 ადამიანი აწერს ხელს. სულ საჭიროა 10.000 ხელმოწერა.