პოლიტიკა
სააკაშვილმა 3200 ტერორისტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა!
1saaka-polit-3-analitსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოში რელიგიური კონფლიქტური კერების გასაღვივებლად სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფები და კონკრეტული ადამიანები იღწვიან. მათ შორის, მიშა სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უახლოესი მეგობარი, თურქი ბიზნესმენი ფეითჰულა გიულენიც გახლავთ. კვირის ქრონიკა“ წერდა, რომ გიულენი ერთერთი პანისლამისტური დაჯგუფების „ნურჯულარის“ დამფინანსებელია. გიულენმა სააკაშვილს სთხოვა, „ნიურჯლარის“ წევრებისთვის – თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეობა მიეცა, რათა თავიანთი შავბნელი საქმეების საკეთებლად, საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შეჰქმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა, 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით პრეზიდენტობის ვადაში მიანიჭა, გიულენმა მას დამატებით 200–კაციანი სია გადასცა, ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავს დროზე დაადასტურა... გიულენი სააკაშვილთან ვალშია და როცა საუბარია იმაზე, რა ძალებით განახორციელებს ის საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობას, მას ცოცხალი ძალა ბევრი ჰყავს და საქართველოს მოქალაქის პასპორტები გაცემულია ტერორისტებზე, ექსტრემისტებზე და შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ბომბზე ზის და ამ ბომბზე არ შემომჯდებოდა, წინასაარჩევნო დაპირება რომ შეესრულებინა და დამნაშავე „ნაციონალი“ ლიდერები დაესაჯა. ახლა, ერთია, რომ უკრაინაში გიგი კალანდაძე წვრთნის დაჯგუფებას საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, მაგრამ მეორეა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტებით დადიან ტერორისტები, რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე იციან, როგორ გამოიწვიონ თბილისის ქუჩებში დესტაბილიზაცია და როგორ ჩააგდონ ქვეყანა მართულ ქაოსში“, – წერს „ალია“.