პოლიტიკა
„ვიწყებ სპეციალური კუსტარული თავშესაფრის მოწყობას სახელმწიფო კანცელარიის წინ“ – ინაშვილი

1irmis-polit-2საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ცოტა ხანში ვიწყებ სპეციალური, კუსტარული თავშესაფრის მოწყობას სახელმწიფო კანცელარიის წინ. პატრულის თანანშრომლები ჩავაყენე საქმის კურსში. ჩემი ვალდებულებაა, მოშიმშილეები დავიცვა გაყინვისაგან! ეს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაცაა!

ლოგიკა სადაა? თუ ზამთარია და მინდა კონკრეტული უკანონობა გავაპროტესტო და ქუჩის აქციის გზას მივმართო, უნდა გაგვყინოთ? მეორე - ვდგამ .. ბიო-საპირფარეშოსაც.

შევახსენებ ყველას, რომ კონსტიტუციით დაცული ვართ. ჩვენ გვაქვს აზრის გამოხატვის, მიტინგის და მანიფესტაციის ჩატარების უფლება! მე მაქვს უფლება - ვიდგე ფეხზე და გავაპროტესტო… დავწვე მიწაზე და გავაპროტესტო… როცა ყინავს და წვიმს, მე მაქვს უფლება, გავშალო დიდი ქოლგა, ან ე.წ. თავშესაფარი და გავაპროტესტო. ესაა დემოკრატია“, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.