უცხოეთი
საქართველოს მცხოვრებლები ნატოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოდიან – „Российский миротворец“

arcila-zar-1-anსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში გაიმართა ორი საპროტესტო აქცია ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის წინააღმდეგ. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა ცენტრის დახურვა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ორგაიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორეს საზოგადოება“. მანიფესტაცია გამოწვეულია იმით, რომ ქართველ ხალხს არ სურს ქვეყანაში სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ორგანიზაციების ხილვა. ამის შესახებ „Российский миротворец–ს ესაუბრა „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე.

მიუხედავად რიგი მედიის მტკიცებისა ქართველი ხალხის მისწრაფების შესახებ ნატოში მათი ქვეყნის გაწევრების თაობაზე, სინამდვილეში ეს ასე არაა. ვინც ამას ამტკიცებს, საბაბად მოჰყავს პლებისციტი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ჩატარდა. თუმცა, ნათელია, რომ გამოკითხვა ტარდებოდა მძიმე პერიოდში, როცა ადამიანებს ციხეებში ყრიდნენ და აწამებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობის კურსის დაწუნების გამო. დიდი ალბათობით, კენჭისყრისას ბევრ გაყალბებას ჰქონდა ადგილი“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა.