სამართალი
საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა თამარ კ. და მალხაზ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს.დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.