საზოგადოება
"მხარდამჭერი აქციები საგარეჯოში, გორში, თელავში იმართება. ბათუმში, ზუგდიდში დღეს დაიწყებენ შიმშილობის აქციას. ყველა დიდ ქალაქში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას გამოგვიცხადებენ და შიმშილობის აქციას შეუერთდებიან. შეიქმნა მოხალისეთა სია. მეორე ადგილი პარლამენტის შენობის წინ იქნება, სადაც 20 ადამიანი იშიმშილებს. მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ის რომ ხელისუფლებაში იყოს არ დაუშვებდა, რომ 4 დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერები შიმშილობდნენ.
"მე ჩავიდოდი და დაველაპარაკებოდი ამ ხალხს, მაგრამ როგორც ჩანს, მოსასვლელი პირი არ აქვთ. რაც შეეხება სამართლიანობის პროცესს, ნუ ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას, რომ მე არ გამივლია სამართლებრივი პროცესი. ჩვენ ეს გზა გავიარეთ საოლქო საარჩევნო კომისიიდან დაწყებული, გაგრძელებული სიღნაღის სამარცხვინო სასამართლო პროცესებით და კულმინაცია იყო სააპელაციო სასამართლოში სხდომები, სადაც სხდომას არა მოსამართლე, არამედ რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი თამარ კორძაია ხელმძღვანელობდა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.