საზოგადოება
ანდრო ბარნოვი “ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებას აპირებს
Andro-sazog-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა და თავისი გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. „დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს“ , - წერს ბარნოვი.