პოლიტიკა
თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს

faund-polit-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე  დასრულდება. ესენია ჰიდროელექტროსადგური მტკვარიჰესი; ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი; რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო; გალერეა თბილისი; სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში; პანორამა თბილისი; სასტუმრო Axis Towers; მაღალი დონის კომპიუტერული მონაცემთა ცენტრი.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. 2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ მილიარდ 800 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. 2013, 2014 და 2015 წლებში 800 ათასამდე მცირემიწიანმა ფერმერმა მიიღო 306 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი მიწის დამუშავებისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად. 2016 წელს სარგებელს მიიღებს დამატებით არანაკლებ 100-150 ბენეფიციარი თანამედროვე ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის. აგროდაზღვევის შედეგად 2014-2015 წლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი.  2016 წლიდან დაიწყება 2 ეტაპიანი პროექტის განხორციელება ქართული ჩაის წარმოების ხელშესაწყობად.