უცხოეთი
სირიის ჯარებმა, რფ-ის ავიაციის დახმარებით, კვაირესის აეროდრომის დებლოკირება მოახდინეს

aerodr-zar-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, მოახდინეს ალეპოს პროვინციაში მდებარე კვაირესის სამხედრო აეროპორტის დებლოკირება, რომელიც ორი წლის განმავლობაში ბოევიკების მიერ იყო ალყაშემორტყმული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა აცნობა.

რუსეთის ავიაციის მოქმედებებების შედეგად, სირიის სამათავრობო ძალებმა მოახდინეს კვაირესის (ალეპოს პროვინცია) სამხედრო აეროდრომის დებლოკირება. აღნიშნულ აეროდრომი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა ბანდფორმირებების  ალყაში იმყოფებოდა“, - განაცხადა მან.