უცხოეთი
ჩამოერთვას რფ-ის მოქალაქეობა მ. ი. განაპოლსკის

ganapol-zar-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვთხოვთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინს, განიხილოს 1953 წელს, უკრაინის სსრ-ის ქ. ლვოვში დაბადებული, რუსი და უკრაინელი „ჟურნალისტი“ მ. ი. განაპოლსკისთვის რფ-ის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. ის მუშაობდა რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს, ქართული ტელეარხი „პიკ“-ის, უკრაინის რადიო „ვესტი“-ს წამყვანად. არის რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდიუმის წევრი. ასევე აუცილებელია მისთვის ყველა იმ წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა, რომლებიც მან რფ-ის ტერიტორიაზე მიიღო.

ადამიანი, რომელსაც აშკარად ანტისახალხო, ძირგამომთხრელი, მოღალატური და ცრუ საქმიანობით არის დაკავებული რომელიმე სახელმწიფოს მიმართ, არ შეიძლება მის მოქალაქედ იწოდებოდეს (ვიდეო. იხ. აქ).

ადამიანი, რომელსაც სძულს ხალხი და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, ამრეზით ეკიდება კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების გამოისობით დაღუპული ქვეყნის მოქალაქეთა ნათესავების წუხილს, არ შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე იყოს. რფ-ის ტერიტორიაზე ასეთი პირები ისევე უნდა დაიშვებოდნენ, როგორც უცხოელი მოქალაქეები.

ვინც მომხრე ხართ, გთხოვთ მოაწეროთ ხელი: http://петиция-президенту.рф/лишить-гражданства-ганапольского/ და საიტზე change.org