უცხოეთი
ბიძინა ივანიშვილი: „საქართველო ირანისგან გაზის შესყიდვას დაიწყებს“

gas-zar-3-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ირანული გაზი საქართველოში შემოვა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.
მისივე შეფასებით, ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მნიშვნელოვანია.

„დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, ყველაფერში აქტიურად ვმონაწილეობ. უნდა ვიზრუნოთ ყველანაირად, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ. ირანი, ჩინეთი, რუსეთიც, რომ იცოდეთ აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის. ძალიან საინტერესო იქნება თუ ირანული გაზიც შემოვა საქართველოში და მე მგონი დიდი ალბათობით შემოვა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.