აქტუალური
„ივანიშვილი საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციაში 150 მილიონ დოლარს ჩადებს“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

ivaniSv-aqtual-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს 10 ნოემბერს, "კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა.

"მე მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო უნდა დაფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან რეალურად ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ეს იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.