პოლიტიკა
„ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც ქალბატონი მოგერინისაგან მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი“ - ირაკლი ღარიბაშვილი
moger-polit-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. 
"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონი მოგერინის ვიზიტის მნიშველობა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოსა და მთელს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი. უშუალოდ მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მედიაში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. „კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში მედიათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ ჟურნალისტებს და ყველას ვინც მხარს უჭერს მედიათავისუფლებას. მთავარი არის ის რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენ მთავრობა არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან რეფორმებს და პროგრესს ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.