საზოგადოება
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის - „ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები“ გახსნას დაესწრო.
კონგრესი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და მსოფლიოს ათი ქვეყნიდან სპეციალურად კონფერენციისთვის ჩამოსული ცნობილი ქართველოლოგები ესწრებოდნენ.კონფერენცია, რომელიც ოთხ დღეს გასტანს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის ორგანიზებული.