აქტუალური
„სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდის „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ პოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.