საზოგადოება
საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ სსრკ-ის სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს.
სახლი, რომელშიც გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი 1950-2008 წლებში ცხოვრობდა ლეონიძის ქუჩის N 12 მდებარეობს.
მემორიალური დაფის გახსნას მსახიობის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
![]() |
![]() |