საზოგადოება
გელა დუმბაძე კვიპროსში მცხოვებ ქართველებს შეხვდა

1-dumb-sazog-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში იმყოფება. გელა დუმბაძე კვიპროსში მოქმედი, ქართულ სათვისტომოსთან - ძალა ერთობაშია არსებული, საკვირაო სკოლა მოინახულა.

კვიპროსში მცხოვებ ქართველებთან შეხვედრაზე გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კვიპროსში მცხოვრებმა ქართველებმა, კვიპროსიდან საქართველოში დაბრუნებულებისთვის პირადი ნივთების ქვეყანაში განბაჟების გარეშე შემოტანის საკითხი დააყენეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. სახელმწიფო მინისტრმა სათვისტომოს - „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე მევლუდ ყაფლანიშვილს გაწეული საქმიანობისთვის უწყებრივი ჯილდო გადასცა.