პოლიტიკა
„ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-ravno-polit-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯიჰან სულთანოღლუსთან ერთად გახსნა.

ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს - შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკიმინაციული კანონი; ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებევროპის საბჭოს კონვენციას; გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში, ხოლო დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა კი არის საუკეთესო გზა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ და  რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ.