"სასურველია პრეზიდენტის რეზიდენციაზე გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული" - დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველო, 10 ნოემბერი,
საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილსა და პრეზიდენტის რეზიდენციაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ეკონომიკის მინისტრი
დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვას.
"ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფდ იქნას მიღებული", - აღნიშნა, კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილმა.