საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციაში დაახლოებით 18,550-მდე ადამიანი მონაწილეობდა

1-akciebi-saz-3-an-mtსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. არა გაყალბებულ არჩევნებს", - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ „პატრიოტთა ალიანსისა" და პარტიის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან.

Google Map-ის მონაცემების მიხედვით, პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი, შეადგენს დაახლოებით 4637 კვადრატულ მეტრს. 1 კვადრატულ მეტრზე კი 4 ადამიანი ეტევა, შესაბამისად, აქციაში დაახლოებით 18,550 ადამიანი მონაწილეობდა.

„პატრიოტთა ალიანსი"- ს ლიდერი ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ინაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სწორედ მათ გააყალბეს არჩევნები. ინაშვილი ასევე მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც არჩევნების გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული მოთხოვნით ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ შიმშილობის აქცია დაიწყეს.

1-akciebi-saz-3-qvem