საზოგადოება
ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა კანცელარიის წინ შიმშილობა დაიწყეს
1-irmaa-saz-1-an-mtსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, პარტიის ლიდერებმა ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა, ლევან თედიაშვილმა, გიორგი ლომიამ და ოცამდე ადამიანმა კანცელარიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი, საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში.

1-irmaa-saz-1-1 1-irmaa-saz-1-2