პოლიტიკა
„სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ"- Freedom House

1-herman-polit-3-analitსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ვიცე- პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში „რუსთავი 2“-სა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

"საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსთავი 2 ოცნების მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია. სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი”, - აცხადებს რობერტ ჰერმანი.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი  მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური განცხადება იყო.

ომბუდსმენი აქვე განმარტავს, რომ პირადად მასაც ბევრი კითხვის ნიშანი და შენიშვნა აქვს, რომლებიც სპეციალურ განცხადებაში ჩამოაყალიბა.