უცხოეთი
"ექსპერტების აზრი უვიზო რეჟიმის პერსპექტივის შესახებ შემდეგია: კონსერვატიულმა მოლდოვამ და საქართველომ ყველა აუცილებელი კანონი მიიღო. როგორც ჩანს, ქართველები უვიზო რეჟიმს უფრო სწრაფად მიიღებენ, ვიდრე უკრაინელები და ამაში დამნაშავე იქნება მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება და უპირველეს ყოვლისა უმაღლესი რადა", - წერს გერაშენკო.
რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას დეპუტატები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ პარლამენტში კანონპროექტების პაკეტებს, რომელთა მიღებაზეა დამოკიდებული უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა ევროკავშირის მხრიდან.