სამართალი
კარლ ბილდტი: „ღარიბაშვილის ზღვარგადასული განცხადება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს აზარალებს“

1-karel-samart-3საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა რიგის კონფერენციაზე, “აიპრესთან” საუბრისას “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა.

მე მოვისმინე თქვენი პრეზიდენტის განცხადება, რომ იკვლევენ, თუ რა ხდება ამ საქმეზე, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზარალებს. ეს უდაოდ აზარალებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. ნაწილობრივ ეს არის პრემიერ-მინისტრის განცხადებების ნაწილი... მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია მედიის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ტელევიზიის წინააღმდეგ... "მან გააკეთა რამდენიმე კვირის წინ განცხადება, რომელიც ზღვარგადასული იყო და შედეგიც მოჰყვა. რაც ახლა ხდება, სწორედ მის განცხადებას შეიძლება რომ დავუკავშიროთ, -აღნიშნა, კერძოდ კარლ ბილდტმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი კომპანიის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. მოგვიანებით კი დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დანიშნა. საქმის განხილვის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო წარმოებაში რუსთავი-2 ის სარჩელი და ამით საქმეზე დაუყონებლივი აღსრულება შეაჩერა.