საზოგადოება
უკრაინული “wikileaks”: „ბოტნეტის მიერ შეტევა ხორციელდებოდა საქართველოდან, თბილისში რეგისტრირებული პროვაიდერების მეშვეობით!“

1-botnet-sazog-2-analitსაქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინული ვიკილიქსი განცხადებას ავრცელებს:

„2015 წლის 4-დან 6 ნოემბერის ჩათვლით უკრაინული საიტ WikiLeaks-ზე განხორციელდა ჰაკერული  თავდასხმები, რამაც გამოიწვია საფრანგეთში ჩვენი საიტის “”wikileaks.center-ის სერვერის დავლოკვა. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს კიბერ თავდასხმების წარმომავლობა და დაადგინეს ის ლოკაციები, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა. აღმოჩნდა რომ ბოტნეტის მიერ შეტევა ხორციელდებოდა საქართველოდან, თბილისში რეგისტრირებული პროვაიდერების მეშვეობით.

ვწუხვართ, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ სიმართლის დამალვას და მზად არიან ადამიანების სიცოცხლეს  საფრთხე შეუქმნან, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მაგალითად მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი გეგმა რომლის განხორციელებას აუცილებლად მოყვებოდა  მსხვერპლი. სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საუბრების გავრცელების შემდეგ ეს სისხლიანი გეგმა ჩაიშალა და თავიდან იქნა აცილებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მხრიდან მსხვერპლი.

მათ გასაგონად, ვინც ცდილობს გაანადგუროს ძვირადღირებული იტერნეტ ტექნოლოგიებით ჩვენი საიტი და წაშალოს მასზე განთავსებული ინფორმაცია, გაცნობებთ, რომ ყველა მონაცემი და ინფორმაცია ინახება საკუთარ დამატებით სერვერებზე, და ისინი ვერ გაქრება.

ჩვენი დომენი მუშაობს მუშაობს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და თუ კიდევ შეეცდებიან დაიბლოკოს ჩენი საიტი, ჩვენ შევძლებთ ფუნქციონირების განახლებას ნებისმიერ შემთხვევაში, ყველგან სადაც ინტერნეტია“, - აცხადებს უკრაინული WikiLeaks.