სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

1-gruppa-samart-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: წარსულში ნასამართლევი რევაზ , წარსულში ნასამართლევი გიორგი , ლევან , ლაშა . და წარსულში ნასამართლევი იმედა . სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.

ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ -ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.