სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა

1-donor-samart-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აღნიშნულ შეხვედრაზე დონორებს სამინისტროს რეფორმების, განხორციელებული პროექტებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე შსს-ს დანაყოფების იმ საჭიროებების ანალიზის შედეგები წარედგინათ, რაც შსს-ს მოკლე და საშუალოვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და შალვა ხუციშვილი, აშშ-ს მისიის უფროსის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ევროკავშირის მისიის უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიის და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.