აქტუალური
ვანო მერაბიშვილს და დათა ახალაიას შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ

1-data-aqtual-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურატურაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზაურ ახალაიას აღიარებით ჩვენების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს. სკანდალურ წერილში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დანაშაულში ვანო მერაბიშვილს, დათა ახალიას და კუდ-ის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს. ზაურ ახალაია 2005-2006 წლებში გიორგაძის მხარდამჭერებზე, დაშინების მიზნით კუდ-ის თანამშრომლების მიერ თავდასხმის დეტალებსაც აღწერს:

მათ ჰქონდათ დავალება მიღებული დათა ახალიასგან და მისი მოადგილისგან ვაჟა ლელუაშვილისგან, შეეჩერებინათ ნებისმიერი ხერხით, კერძოდ ყაჩაღობის ინსცენირებით, ზემოთ ხსენებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები და აქტივისტები. დაეშინებინათ ისინი. მათ განახორციელეს აღნიშნული ქმედება ერთ ღამეში. კუდ-ის ჩემთვის ცნობილმა თანამშრომლებმა თბილისიკენ მომავალი ოპოზიციონერები დააყაჩაღეს აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე ატრაქციონ ციცინათელასწინ.“

იგორ გიორგაძის მხარდამჭერები, კოალიცია „ანტისოროსში“ შემავალი პარტიების ლიდერები, სულ 13 ბრალდებული, 2006 წლის სექტემბერში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაედოთ.