აქტუალური
სასამართლომ ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების ფაქტზე დამნაშავედ სცნო

1-bodokia-aqtual-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბრალდებული, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დადგინდა, რომ, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ჯოკია ბოდოკიას დაუკავშირდა  შპს „დარიოუშის“ წარმომადგენელი ნათია მახარაშვილი, რომელმაც სთხოვა კონსულტაციის გაწევა ქ.თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა №32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. ჯოკია ბოდოკია ნათია მახარაშვილს დაპირდა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში, მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით  საერთო ჯამში მოსთხოვა 181 500 აშშ დოლარი.

2015 წლის 11 თებერვალს კაფე „დავიდოვშიჯოკია ბოდოკიამ ნათია მახარაშვილს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ“, - აღნიშნულია, კერძოდ, განცხადებაში.