საზოგადოება
თბილისის მერიაში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
„გიორგი არეშიძემ, სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.