პოლიტიკა
იან კელი: „აშშ-ს სწამს არა მარტო მედიის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობისაც“
1-jankel-polit-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ უპასუხა კითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, სადაც, კერძოდ, აღნიშნა: „რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს სწამს არა მხოლოდ მედიის დამოუკიდებლობის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობისაც. მხოლოდ ძალიან ზოგადად ვისაუბრებ: ჩემი აზრით, საბოლოო მიზანია, ხელი შეეწყოს რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობას და იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეეწყოს სათანადო სააპელაციო პროცედურას, ეს ძალიან კარგია“, განაცხადა მან.