სამართალი
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2011 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი მანუჩარ მ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა მანუჩარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 165 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულმა 2011 წლის 6 მარტს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ვ. ბ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მანუჩარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.