სამართალი
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 18 პირი: ანდრო
კ, თეიმურაზ კ, ვახტანგ ქ, ანდრო ც, ტარიელ გ, ზურაბ ქ, მამუკა ჩ, გიორგი ჩ, ირაკლი მ, ბესარიონ ბ, დავით ხ, გიორგი ხ, ბაჩუკი ხ, გიორგი ხ, თენგიზ ქ, გიორგი ქ, ზურაბ ნ. და თეიმურაზ წ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: შმაგი კ, მალხაზ კ, ზაურ ყ, და ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ბრალდებულებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა.