სამართალი
„გილოცავთ სააკაშვილის დამარცხებას!“ - ქიბარ ხალვაში

1-kibarus-samart-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პატრონი".

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო.

კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა "რუსთავი 2"–ის დასაბრუნებლად "ნაციონალური მოძრაობის" და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული.

"რუსთავი 2"–ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: მე მართლაც კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა!

მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!", - აცხადებს, კერძოდ, ხალვაში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშს 60%, მის კომპანია "პანორმას" კი, 40 პროცენტი მიაკუთვნა. ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.