პოლიტიკა
გოგა ხაჩიძემ რამდენიმე სამთავრობო ცვლილებებს გაუძლო, თუმცა ამჯერად ის პოსტს ვეღარ შეინარჩუნებს. ამ უწყებაში მაღალ თუ დაბალ ჩინოსნებს წამდაუწუმ იჭერენ, რაც მინისტრის წარმატებულ საკადრო პოლიტიკაზე არ მიუთითებს.
დღეს კიდევ ერთი ხმაურიანი დაჭერის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის - პაპუნა ხაჩიძის დაკავებასთან დაკავშირებით. სამართალდამცავები სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაკავშირებით კომენტარს, ალბათ, გააკეთებენ და გაირკვევა რა კუთხით მიმდინარებს მუშაობა. მანამდე კი იმის თქმა შეიძლება, რომ გოგა ხაჩიძის უწყებაში მაინც და მაინც საქმე კარგად არ არის და ამას, შესაძლოა, მინისტრი გადაჰყვეს.